მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში და თანათავმჯდომარეობა გავუწიე დისკუსიას-ირაკლი ღარიბაშვილი

06 ოქტომბერი 2022, 20:12 918 ნახვა

ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ Twitter გვერდზე ქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პლენარულ სესიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით წერს.

„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში და თანათავმჯდომარეობა გავუწიე  ევროკავშირის მშვიდობიან და უსაფრთხო მომავალზე დისკუსიას ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად. ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ერთიანი ევროპისთვის საქართველოს მნიშვნელოვან როლს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვდგავართ არსებული გამოწვევების დასაძლევად“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი