დაშავებულების მდგომარეობა

14 ოქტომბერი 2022, 17:37 544 ნახვა

ვაკის პარკში დაშავებული მოზარდი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. 13 წლის ბიჭის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ის უკვე კონტაქტურია. ამის შესახებ ექიმმა ისაუბრა.  ბავშვი 24 საათზე მეტ ხანს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, მისი მდგომარეობა  მძიმე იყო, თუმცა როგორც ნიუ ჰოსპიტალის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, ყველაზე კრიტიკული 24 საათი გადალახულია. დავით ციბაძე იმედოვნებს, რომ მოზარდს მალე გაწერენ. კიდევ ერთი დაშავებული ბავშვი, რომელიც იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა უკვე გაწერეს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში