დღეს, მთვარე მზეს 82%-ით დაფარავს - მზის დაბნელება საქართველოშიც გამოჩნდება

25 ოქტომბერი 2022, 15:44 1057 ნახვა

25 ოქტომბერს მზის ნაწილობრივი დაბნელება დაფიქსირდება, რომელიც მთელ ევროპაში და მათ შორის საქართველოშიც გამოჩნდება. ნაწილობრივი დაბნელება ხილული იქნება ასევე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში აფრიკაში, აზიაში და გერნსიში, გაერთიანებულ სამეფოში, ჩრდილოეთ პოლუსსა და რუსეთში.

მზის ნაწილობრივი დაბნელება საქართველოში 13:50 საათზე დაიწყო, მაქსიმუმი თბილისის დროით 15:08 საათზე დაფიქსირდება, 16:22 საათზე კი მზის დაბნელება დასრულდება.

25 ოქტომბერს ცენტრალური დაბნელების წერტილი ჩრდილოეთ პოლუსზე გაივლის, სადაც მზის 82% დაბნელდება. რუსეთიდან გამოჩნდება მზის 80%-მდე დაბნელდება, ეს პროპორცია ჩინეთში 70%-მდე იკლებს, ნორვეგიაში 63%-მდე და ფინეთში 62%-მდე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში