მჯერა, რომ ჩვენ შორის ისედაც არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და ძალიან კარგი მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება - ირაკლი ღარიბაშვილი

27 ოქტომბერი 2022, 13:53 485 ნახვა

ბატონ პრემიერთან გვქონდა ხანგრძლივი საუბარი. გუშინ საღამოს ბატონი პრემიერის ინიციატივით გავმართეთ სამუშაო ვახშამი, რომელზეც განვიხილეთ თითქმის ყველა საკითხი, რაც ჩვენ ქვეყნებს აერთიანებს და აწუხებს. დღეს ასევე გქონდა შინაარსობრივი განხილვა თითოეული სექტორის მიმართულებით-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"შეხვედრაზე შევეხეთ ეკონომიკის საკითხებს, სავაჭრო ურთიერთობებს, ჩვენს სამომავლო თანამშრომლობას ენერგეტიკის საკითხებში, რაზეც ბატონმა პრემიერმა თავად ესაუბრა. რა თქმა უნდა, საქართველო არის და იქნება ამ პროექტების მხარდამჭერი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე. დღეს ასევე ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. მჯერა, რომ ჩვენ შორის ისედაც არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და ძალიან კარგი მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება, დამატებით იმპულსს შესძენს ქართულ-უნგრულ ურთიერთობებს“, - განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს უნგრეთის, პირადად ორბანის, მხარდაჭერას და პოზიციას კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან დაკავშირებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში