ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

31 ოქტომბერი 2022, 15:09 595 ნახვა

ბათუმის სტადიონმა საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გაიმარჯვა - ამის შესახებ, ინფორმაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე "FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022" ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა საუკეთესო საჯარო შენობების ნომინაციაში გაიმარჯვა. გამარჯვებულების გამოვლენა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად ჟიურის მიერ განხორციელდა. ამ გამარჯვებით სტადიონი წარდგენილი იქნება მსოფლიო დაჯილდოებაზე "FIABCI World Prix d'Excellence Awards", რომელიც 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება” - წერს თორნიკე რიჟვაძე.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა და სტადიონის მშენებელმა კომპანია ,,ანაგმა'', უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე - "FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022" - ოსკარი მოიპოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში