საქართველოს ნაკრები მაროკოსთან დამარცხდა

17 ნოემბერი 2022, 22:52 559 ნახვა

საქართველოს ნაკრები, არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ქალაქ შარჯას სტადიონზე, მუნდიალის მონაწილე მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდა, 0:3 დამარცხდა და 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

მაროკოელებმა ანგარიში მეხუთე წუთზე გახსნეს, როცა იუსუფ ენ ნესირმა ახლო მანძილიდან დალაშქრა გიორგი მამარდაშვილის კარი.
გურამ კაშიამ არაზუსტი პასი გააკეთა და ჰაკიმ ზიეშმა კარში დარტყმა მოედნის საკუთარი ნახევრიდან გადაწყვიტა და „ვალენსიას“ მეკარეს გოლი დაახლოებით 55 მეტრიდან გაუტანა.

72-ე წუთზე მესამეც  გაიტანეს - ამჯერად სოფიან ბუფალმა პენალტი ზუსტად შეასრულა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს 2023 წლის 28 მარტს, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში შინ ნორვეგიის ნაკრებთან ჩაატარებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში