სამუშაო თათბირი შსს-ში

19 ნოემბერი 2022, 10:59 470 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა. ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებისგან დედაქალაქსა და რეგიონებში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე, დანაშაულთან ბრძოლის შედეგებზე და საზოგადოების უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გარკვეული ტიპის დანაშაულის რაოდენობის კლება დაფიქსირდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მოიმატა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში