ხალხის ძალის განცხადება

24 ნოემბერი 2022, 19:33 521 ნახვა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებით, სწორედ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამიას და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა, საბოლოოდ ჩადგა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხო ქვეყნის სამსახურში.საზოგადოებრივი მოძრაობა იმედს გამოთქვამს, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს არ დაუპირისპირდება.როგორც „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათთვის ცნობილია, რომ აშშ-ს საელჩო მიხეილ სააკაშვილის განსათავისუფლებლად აქტიურად იღწვის. მათი განცხადებით, „ენჯეოების“, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას და ცნობილი ევროპარლამენტარების აქტიურობა ამის მკაფიო დასტურია.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი