ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე - თბილისში აქცია გაიმართება

25 ნოემბერი 2022, 11:13 408 ნახვა

ქალების მკვლელობის 10-ზე მეტი და მკვლელობის მცდელობის 20-ზე  მეტი ფაქტი - ასეთია ამ  წლის არასრული სტატისტიკა.  გარდა ამისა  მხოლოდ ბოლო ათ დღეში ბავშვებზე სექსუალური დანაშაულის 4 შემთხვევა გამოვლინდა, ორი დღის წინ კი  12 წლის ბავშვმა შვილი გააჩინა.   უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ არსებული კანონები ვერ უზრუნველყოფს ვერც ქალებისა და ვერც ბავშვების უფლებების დაცვას.   

გახშირებული ფემიციდის გამო დღეს საპროტესტო  აქციაა დაგეგმილი თბილისში. მსვლელობა 20:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და საკანონმდებლო ორგანომდე მივა.  

აქვე გეტყვით, რომ  საქართველო   უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში