ჩინეთში კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

28 ნოემბერი 2022, 10:30 386 ნახვა

ჩინეთში კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. აქციის მონაწილეები ე.წ. ნულოვან კოვიდ სტრატეგიას აპროტესტებენ და პრეზიდენტ სი ძინ პინის გადადგომას ითხოვენ.

საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქ ურუმჩიში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დემონსტრანტების განმარტებით, კორპუსის მცხოვრებლებმა შენობის დროულად დატოვება ლოქდაუნის გამო ვერ შეძლეს.

საპროტესტო აქციები ჩინეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქ პეკინსა და უხანშიც გაიმართა.

პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა. 

ჩინეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ე.წ. ნულოვანი პოლიტიკა მოქმედებს, რაც მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. ქვეყნის მასშტაბით, ბოლო დღეებში ​კოვიდშემთხვევების რაოდენობა რეკორდულ ნიშნულს აღწევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში