სახალხო დამცველს პოზიცია და ოპოზიცია 8 კანდიდატს შორის შეარჩევს

28 ნოემბერი 2022, 19:48 625 ნახვა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველობის რვა კანდიდატზე გააგრძელებს კონსულტაციებს ოპოზიციასთან. მდინარაძის თქმით, ეს კანდიდატები არიან: ანა ბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია. ამავდროულად, მამუკა მდინარაძის განმარტებით, აღნიშნულ კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელება არ ნიშნავს, რომ მათი უმრავლესობა საპარლამენტო უმრავლესობისთვის მისაღებია.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში