აქცია სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით

03 დეკემბერი 2022, 11:05 209 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხარდამჭერებთან ერთად, “ქართული ოცნების" ოფისთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქციას გამართავს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, მათი მოთხოვნაა ექსპრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რაც მის გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.

პარტიაში ასევე განმარტავენ, რომ დღევანდელი აქციის მონაწილეებს პოლიტიკური დღის წესრიგი არ გააჩნიათ და მათი მიზანი მხოლოდ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში