სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი

06 დეკემბერი 2022, 14:17 542 ნახვა

სახალხო დამცველი მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის  დადგენილების შეცვლას ითხოვს. არსებული ნორმა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ფართობის საკუთრებაში გადაცემის წესს არეგულირებს. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს და კრძალავს უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემას  საქართველოს  მოქალაქეობის არ  მქონე პირზე.

სარჩელს საფუძვლად უდევს შემთხვევა, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა განიხილა. საქმე ეხება  საბერძნეთის მოქალაქეს, რომელმაც მშობლებისგან მემკვიდრეობით ის  ქონება ვერ მიიღო,  რომელიც მშობლებს  მიღებული ჰქონდათ შეიარაღებულ ძალებში  გაწეული საქმიანობისთვის. 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არსებული აკრძალვა არის დისკრიმინციული.  საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში