პოლიტიკური კრიზისი პერუში

08 დეკემბერი 2022, 10:53 457 ნახვა

პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი დინა ბოლუარტე ჰყავს მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტმა ექსპრეზიდენტი პედრო კასტილიო იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენა. 60 წლის დინა ბოლუარტემ, რომელსაც მანამდე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა საპრეზიდენტო ფიცი უკვე დადო. მანამდე, კასტილიომ განაცხადა, რომ კონგრესის "განსაკუთრებული საგანგებო მთავრობით" ჩანაცვლებას გეგმავდა, მაგრამ კანონმდებლებმა მას საგანგებო სხდომაზე 101 ხმით 6-ის წინააღმდეგ იმპიჩმენტი მოუწყვეს.

ამის შემდეგ კასტილიო სამართალდამცავებმა დააკავეს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს. კასტილიო პერუს პრეზიდენტად 2021 წლის ივნისში აირჩიეს. მას ბოლო პერიოდში კორუფციაში ადანაშაულებდნენ. ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს მის წინააღმდეგ შეთქმულების ნაწილად აფასებდა.

კასტილიოს მხარდამჭერებმა ლიმაში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს, რომელიც წესრიგისდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში