გახარიას გუნდი ოპოზიციური პარტიების ნაწილს „ოცნებასთან“ კულუარულ შეხვედრებში ამხელს

08 დეკემბერი 2022, 17:44 413 ნახვა

რატომ ხვდებიან კულვარულად ქართული ოცნების წევრებს, ის ოპოზიციური პარტიები რომლებიც, ევროკავშირის რეკომენდაციებზე სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობენ? შეხვედრა რომ ნამდვილად შედგა ამას პარტიები თავად ადასტურებენ. პოლიტიკური მოვაჭრეების იარლიყი რომ აკერიათ შუბლზე და კულუარული გარიგებების დიდოსტატები არიან, ახლა ცდილობენ სხვას მიაწებონ ეს იარლიყი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითიც ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს გამოეხმაურა - „ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლების „ქართულ ოცნებასთან“ კულუარული შეხვედრების შესახებ. როგორც პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, აღმოჩნდა, რომ სამი პარტია, რომელიც სამუშაო ჯგუფებს პროტესტს უცხადებს, საარჩევნო საკითხებზე ორჯერ შეხვდა „ქართულ ოცნებას“. მისივე თქმით, ამ ფონზე ჩნდება კითხვა, ვის უცხადებენ ეს პარტიები ბოიკოტს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში