“ქართული ლეგიონის“ მეთაურის პასუხი „ოცნებას“

08 დეკემბერი 2022, 19:52 811 ნახვა

მედიაში გავრცელებულ მასალებს, სადაც ჩანს რომ საომარ მოქმედებებში ჩართვის მსურველებს კოორდინაციას ოპოზიციონერ ნონა მამულაშვილის ძმა, მამუკა მამულაშვილი უწევს - პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. "ქართული ოცნების" ლიდერები, ამტკიცებენ, რომ მებრძოლები ომში ფინანსური ინტერესის გამო მიდიან, ასევე ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას. თავის მხრივ, მმართველი გუნდის ამ განცხადებას უარყოფითად აფასებენ ოპონენტები და ხელისუფლებას შანტაჟში ადანაშაულებენ. “ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილის შეფასებით კი, ეს არის დისკრედიტაცია და პრორუსული პროვოკაცია “ქართული ლეგიონის“ წინააღმდეგ. მისი თქმით, სახელისუფლებო განცხადებების მიზანი უკრაინაში მოხალისეების გადინების შეწყვეტაა. რაც შეეხება ფინანსურ დაინტერესებას, მამულაშვილის განცხადებით, მხოლოდ ხელფასით დაინტერესებულები “ქართულ ლეგიონში“ ვერ ხვდებიან და ზოგადად, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრაქტორებამდე მებრძოლები რამდენიმე ეტაპს გადიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში