ყინულის მოედანზე საახალწლო შოუ გაიმართება 

10 დეკემბერი 2022, 11:11 1238 ნახვა

საახალწლო სამზადისი ბათუმის სპორტულ ცენტრში უკვე დაწყებულია. იგეგმება გრანდიოზული,მასშტაბური და სანახაობრივი ღონისძიება ყინულის მოედანზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სპორტული ცენტრის აღსაზრდელები. პატარებს უამრავი სიურპრიზი და ლამაზი სანახაობა ელოდებათ.

ცენტრის ხელმძღვანელობის განცხადებით, ფიგურულ ციგურაობისა და ჰოკეის ჯგუფებში მომართვიანობა გაზრდილია და სწორედ ამიტომ, ბათუმის მერიის მხარდაჭერით ცენტრის მოციგურავეებს,მოყვარულ და დამწყებ მოსწავლეებს, ასევე ჰოკეისტებს, ახალი სპორტული ინვენტარი გადაეცათ.

საახალწლო შოუ ყინულის მოედანზე 24 დეკემბერს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში