დღეს სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე იმსჯელებს

22 დეკემბერი 2022, 10:00 552 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების საკითხზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. 

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

ჯერჯერობით უცნობია, დღეს მაინც მიეცემა თუ არა მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრების ან დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა.

როგორც ცნობილია, წინა პროცესზე, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა, პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ჩართვაზე უარი თქვა, მიზეზად კი შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობის არ ქონა დაასახელა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში