კურსდამთავრებულების დაჯილდოვება ხელოვნების სკოლაში

11 იანვარი 2023, 11:18 1450 ნახვა

აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში  მოკლევადიანი პროფესიული სახელოვნებო პროგრამების მონაწილეები დააჯილდოვეს. 

„ქართული ხალხური სიმღერის რეპეტიტორისა“  და "ქართული ხალხური ცეკვის რეპეტიტორ- ქორეოგრაფი"-ს, კურსდამთავრებულებს  სერთიფიკატები გადაეცათ. 

დაჯილდოვების შემდეგ  მსმენელებმა და სკოლის მოსწავლეებმა  რამდენიმე ცეკვა და  მუსიკალური  ნომერი შეასრულეს. 

მოკლევადიანი პროფესიული სახელოვნებო პროგრამები აჭარაში სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში