რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ჩასივი-იარი დაბომბეს - უკრაინული მედია

24 იანვარი 2023, 10:16 448 ნახვა

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ჩასივი-იარი დაბომბეს. დაღუპულია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ცნობით, ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ქალაქის საცხოვრებელ უბანზე. დაზიანებულია, სულ მცირე, ცხრა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ქსელების დაზიანების გამო მიკრორაიონში შეწყდა გაზისა და დენის მიწოდება.

უკრაინული მედიის ცნობით,  გასული დღე-ღამის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა სუმის ოლქი, საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს გრადები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში