არჩევნები და დაპირისპირება ენმ-ში

25 იანვარი 2023, 11:19 391 ნახვა

ენმ-ს თავმჯდომარედ  ისევ ნიკა მელიას არჩევის შემთხვევაში იგი პარტიის გენერალურ  მდივნად გიორგი კირთაძის წარდგენას გეგმავს, რასაც  განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.  

მაგალითად, აჭარის ორგანიზაციაში ხაბეიშვილის მომხრეები აცხადებენ, რომ ჯერ არ არსებულ პოზიციაზე თანამდებობების განაწილება მიუღებელია და პარტიის ერთადერთი შეთანხმებული ინტერესი მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანა უნდა იყოს. მათი აზრით,  მელიას ქმედებები პარტიის იმიჯს აზიანებს, რაც  ამომრჩევლებზეც უარყოფითად იმოქმედებს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი და დაპირისპირება უარყოფითად შეაფასა.  

ბექა ლილუაშვილს მიაჩნია, რომ ერთ -ერთ დიდ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესები სრულ ოპოზიციურ ფლანგს აზიანებს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში