რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვები 400%-ით გაიზარდა

29 იანვარი 2023, 14:30 487 ნახვა

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვები 400%-ით გაიზარდა. 2022 წელს რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში ფულადი გადარიცხვები რეკორდულად გაიზარდა, რადგან უკრაინაში ომის პარალელურად, რუსეთიდან ასობით ათასი ადამიანი გაიქცა.

რუსეთის რეზიდენტებმა გასულ წელს, დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარი გადარიცხეს საქართველოში (ფულადი გადარიცხვის სისტემებით), რაც 2021 წელთან შედარებით 5-ჯერ მეტია. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო РБК -  ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში