პაკისტანში ტბაზე ნავის კატასტროფას 10 მოსწავლე ემსხვერპლა

30 იანვარი 2023, 10:28 374 ნახვა

10 ბავშვი დაიღუპა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში ნავის ჩაძირვის შედეგად.   ნავზე  რელიგიური სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.    

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, მობილიზებულია მედიკოსების ბრიგადები.    

რვა მოსწავლე დაკარგულად მიიჩნევა, ხოლო შვიდი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპული მოსწავლეები შვიდიდან 12 წლამდე ასაკის იყვნენ.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში