ირანის სამხედრო ობიექტზე თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებენ

30 იანვარი 2023, 10:38 313 ნახვა

ირანის ქალაქ ისპაჰანში სამხედრო ობიექტზე თავდასხმა ისრაელმა განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელმა ირანის თავდაცვის სამინისტროს კომპლექსი დაბომბა. ამერიკული გამოცემა წერს, რომ ისრაელისა და აშშ-ის ოფიციალური პირები ირანის ოპერაციებთან ბრძოლის ახალ გზებს განიხილავენ.

ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს მცირე ზომის უპილოტო თვითმფრინავები დაესხნენ თავს.

ერთ-ერთი საფრენი აპარატი საზენიტო სისტემამ ჩამოაგდო, დანარჩენი ორი კი სამხედროებმა ააფეთქეს. თავდასხმის შედეგად საწყობი დაზიანდა, თუმცა მსხვერპლის ან დაღუპულის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ტელეკომპანია „ალ-არაბიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისპაჰანში თავდასხმაში ამერიკული თვითმფრინავი მონაწილეობდა და მისი სამიზნე ბალისტიკური რაკეტების საწყობი იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში