მიწების თაღლითურად დაუფლების შვიდი ფაქტი გომისმთაში

01 თებერვალი 2023, 14:30 427 ნახვა

გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ შვიდი ფაქტი-პროკურატურამ  შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა.

საგამოძიებო უწყების ინფრომაციით, ბრალდებულებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, რომ თითქოს 2007 წლამდე დაბა გომისმთაში თვითნებურად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს, რის საფუძველზეც ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ჯამში 1 405 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს  301 ათას 530 ლარის ზიანი მიაყენეს.

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ ჩამოერთვათ მიწის ნაკვეთები, რომელიც დაუბრუნდა სახელმწიფოს.

უწყებაში ამბობენ, რომ დაბა გომისმთასა  და ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 58 პირის მიმართ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში