შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა

01 თებერვალი 2023, 17:40 512 ნახვა

ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული 72 ოჯახი დახმარებას მიიღებს. შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ფინანსურად დაეხმარებიან.საუბარია სამშენებლო- გამაგრებითი სამუშაოების დაფინანსებაზე. ანუ  მათ ნაწილს საცხოვრებელ სახლს ხელახლა აუშენებენ, ნაწილს კი  გაუმაგრებენ. რაც შეეხება ხანძრით დაზარალებულებს, კომისიის გადაწყვეტილებით,  უმრავლესობას 20 ათასი ლარით დაეხმარებიან. კომისიამ დღეს სულ 72 ოჯახზე იმსჯელა. მათ შორის 63-ი სტიქიის შედეგად დაზარალებულია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში