იანვარში ბოსტნეული და ბაღჩეული 26.5-%ით, პურპროდუქტები კი 22.8%-ით გაძვირდა - საქსტატი

03 თებერვალი 2023, 12:13 562 ნახვა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, იანვარში წლიურმა ინფლაციამ 9.4 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ წლიურ ჭრილში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.0 პროცენტით, რაც საქსტატის ცნობით, წლიურ ინფლაციაზე 5.03 პროცენტული პუნქტით აისახა.

  • 26.5 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა.
  • 22.8 პროცენტით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე;
  • ყავა, ჩაი და კაკაო 17.1 პროცენტით გაძვირდა;
  • რძე, ყველი და კვერცხი 16.7 პროცენტით;
  • ფასებმა 16.5 პროცენტით მოიმატა მინერალური და წყაროს წყლის, ასევე უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების კატეგორიაში.
  • თევზეულზე ფასებმა 13.0 პროცენტით მოიმატა;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 12.4 პროცენტით გაძვირდა;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები 8.7 პროცენტით, ხოლო ზეთი და ცხიმი  4.7 პროცენტით.

"საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (40.0 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (9.1 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.2 პროცენტით, რაც 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (18.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.5 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში