ლებრონ ჯეიმსი NBA-ის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა

08 თებერვალი 2023, 09:05 796 ნახვა

''ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი NBA-ის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა. ''კლაჰომა სითი თანდერის“ მატჩის მესამე პერიოდის დასრულებამდე 10 წამით ადრე ლებრონმა ზუსტი ორქულიანი შეასრულა და კარიერაში 38 388-ე ქულა ჩააგდო, რითაც კარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდი მოხსნა.

ტელემაყურებლებმა და დარბაზში მყოფმა გულშემატკივარმა ისტორიული მომენტი იხილა. რეკორდი, რომელიც დაახლოებით 40 წლის განმავლობაში იყო დამყარებული, მოიხსნა. ლებრონის სროლის შემდგომ მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა. ჯეიმსს ჯერ თანაგუნდელებმა და მეტოქეებმა მიულოცეს, შემდეგ კი მოედანზე თვით რეკორდის წინა მფლობელი, კარიმ აბდულ-ჯაბარი გამოვიდა, რომელმაც პირადად მიულოცა ლებრონს მიღწეული წარმატება და სარეკორდო ქულის მომტანი ბურთი სიმბოლურად გადასცა.

''ლეიკერსი'' ''ოკლაჰომასთან'' 130:133 დამარცხდა. ლებრონმა კი საბოლოოდ 38 ქულა დააგროვა. 20-წლიან კარიერაში ლებრონი NBA-ის ჩემპიონი 4-ჯერ გახდა. მას ასევე ოთხჯერ აქვს მოპოვებული როგორც რეგულარული სეზონის, ასევე ფინალების საუკეთესო მოთამაშის ტიტული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში