რუსულმა ძალებმა ხარკოვის ცენტრალურ პარკზე იერიში მიიტანეს - უკრაინული მედია

08 თებერვალი 2023, 11:37 449 ნახვა

რუსულმა ძალებმა 8 თებერვლის ღამეს, ხარკოვის ცენტრალურ პარკზე იერიში მიიტანეს- ინფორმაციას ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს.

მერმა გამოაქვეყნა ვიდეო სათვალთვალო კამერებიდან, სადაც აღბეჭდილია პარკში ჩასვლის მომენტი.

მანამდე, ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსი დამპყრობლები დაბომბავდნენ ხარკოვს და მოუწოდა მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენილიყვნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში