UNITED AIRLINES-ის თვითმფრინავში ფრენისას ხანძარი გაჩნდა

08 თებერვალი 2023, 14:19 658 ნახვა

„იუნაითიდ ეარლაინსის“ თვითმფრინავი სალონში  გაჩენილი ხანძრის გამო  სან დიეგოს აეროპორტში აფრენიდან მალევე უკან დაეშვა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ლეპტოპის გარე ბატარეის აალებამ გამოიწვია.  კვამლი გავრცელდა თვითმფრინავის ჯერ  წინა ნაწილში, შემდეგ კი სწრაფად გავრცელდა მთელ სალონში.

მგზავრები სუნთქვის გაძნელებას უჩიოდნენ, თვითმფრინავის სალონში ცეცხლის დანახვისას  მგზავრების  ნაწილი პანიკამ   და ისტერიკამ მოიცვა.  სან დიეგოს სახანძრო დეპარტამენტის განცხადებით,  ბორტზე მყოფი ყველა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის   შეფასების შემდეგ ოთხი მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სან დიეგოს აეროპორტში მობილიზებული  სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები თვითმფრინავს  დაშვებას ელოდნენ. ოფიციალური განცხადებით,   ეკიპაჟმა აალებული ბატარეა სპეციალურ ცეცხლგამძლე ჩანთაში მოათავსა, რათა ცეცხლი არ გავრცელებულიყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში