ევროკავშირი სირიას 3.5 მილიონი ევროთი დაეხმარება

09 თებერვალი 2023, 11:14 541 ნახვა

დამასკო დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართავს. ამის შესახებ კრიზისების საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა.

მოუწოდებენ წევრ ქვეყნებს, რეაგირება მოახდინონ სირიის თხოვნაზე და მიაწოდონ მათ სამედიცინო და საკვები მარაგები. თუმცა, უზრუნველყონ, რომ ეს დახმარება არ იყოს გამოყენებული სირიის სანქცირებული ხელისუფლების მიერ, არამედ მიეწოდოს დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული მისიების საშუალებით.

პარალელურად კი, არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ წარმომადგენლები, რომლებიც სირიის ჩრდილოეთით, მეამბოხე ძალების მიერ კონტროლირებად რეგიონებში მუშაობენ, აცხადებენ, რომ ამ დრომდე რეგიონში ჰუმანიტარული დახმარება არ ჩასულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში