ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა

14 მარტი 2023, 11:41 473 ნახვა

მთავრობის მეთაურმა ევროპელ დიპლომატებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არაფორმალურ გარემოში განიხილა.  ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სტუმრად მყოფ ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. 

ცნობილი გახდა, რომ  თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გაიმართება.   

როგორც ოფიციალურ ვახშამზე აღინიშნა, ამბასადორიალის საქართველოში გამართვა ხაზს უსვამს ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში