საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

22 მარტი 2023, 19:46 468 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხიანში საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი კაცის პოვნის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.  კაცი, რომელიც მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ლიფტიდან მისი გამოყვანა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  როგორც ცნობილია , 64 წლის კაცს სხეულის სხვადასხვა არეში  დამწვრობა აღენიშნება.შემთხვევის ადგილზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში