რუსეთი აგებს ამ ომს - ზელენსკი

23 მარტი 2023, 10:40 610 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ფრონტს ეწვია, შეხვდა ჯარისკაცებს და გადასცა ჯილდოები. ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ აღნისნა, რომ „მტკივნეულია“ დონეცკის რეგიონის ქალაქების ყურება, რომლებსაც „რუსეთმა ასეთი საშინელი ტანჯვა მოუტანა“.

უკრაინული ძალები დაახლოებით რვა თვის განმავლობაში იცავდნენ ბახმუტს, იმის მიუხედავად, რომ 13 თვის წინ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ბრძოლაში დიდი მსხვერპლი გაიღეს. 

ზელენსკის  ვიზიტი  მას შემდეგ გაიმართა, რაც რუსეთის პრეზიდენტი ქალაქ მარიუპოლში  ჩავიდა - ეს მისი პირველი ვიზიტი იყო რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის დონბასის რეგიონში ომის დაწყების შემდეგ და ყველაზე ახლოს იყო ფრონტის ხაზთან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი