ანალენა ბერბოკის ვიზიტი საქართველოში

24 მარტი 2023, 19:33 670 ნახვა

,,საქართველოს მოსახლეობის ადგილი არის ევროკავშირში, ამიტომ საქართველოში ჩამოვედი ძალიან კონკრეტული გზავნილით - ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში “- ეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებია, რომელიც საქართველოს რამდენიმე წუთში დატოვებს.თუმცა თქვა ისიც, რომ ახლა მთავარია ევროპული რეკომენდაციების,12 პუნქტის შესრულება.ოფიციალური ვიზიტი  არასამთავრობო ორგანიზაციებთან  შეხვედრებით დაიწყო და პრემიერთან აუდიენციით ასრულებს .შეხვდა პრეზიდენტს, ქართველ კოლეგასა და ოპოზიციას. გაცვალეს ინფორმაციები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. რას ნიშნავს როცა გერმანიის მაღალჩინოსანი თბილისშია,   განსაკუთრებით მაშინ როცა საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში