გინება და ჩხუბი პარლამენტში

24 მარტი 2023, 19:33 1469 ნახვა

ისევ ჩხუბი და ისევ შეხლა-შემოხლა, ამჯერადაც ეპიცენტრი პარლამენტია და ამჯერადაც ოპოზიციონერ დეპუტატს სცემეს. გუბაზ სანიკიძეს  ფიზიკური შეურაცხყოფა ქართული ოცნების დეპუტატებმა მიაყენეს. დაპირისპირებაში რამდენიმე კანონმდებელი მონაწილეობდა,მათ შორის  დავით მათიკაშვილი, შოთა ხაბარელი და ალუდა ღუდუშაური. კადრებში ჩანს რომ ღუდუშაურმა სანიკიძეს ფეხი მოუქნია.ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა გუბაზ სანიკიძეს გაყიდული ადამიანი უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გუბაზ სანიკიძე მოღალატე და არაკაცია.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში