საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 10 წლისაა

27 მარტი 2023, 14:20 408 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები საერთო ჯამში 7 მლრდ ლარით დააფინანსა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო 10 წელში გარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებისა, რეფერალური მომსახურებით ისარგებლეს მოქალაქეებმა, რისთვისაც 350 მლნ ლარი გამოყვეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე დიდი გამოწვევაა ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება მოქალაქეებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი