ხვიჩა კვარაცხელიას გოლი სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა

27 მარტი 2023, 15:59 580 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში "ატალანტას“ წინააღმდეგ შესანიშნავი გოლი გაიტანა, რომელიც მარტი თვის საუკეთესო გოლად დასახელდა.

ხვიჩამ დრიბლინგის შემდეგ რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და და ძლიერი დარტყმით გოლის გატანა მოახერხა. ერთ ეპიზოდში ქართველს ირგვლივ 8 მეტოქე ფეხბულეთელი იყო. კვარცხელიამ საუკეთესო გოლის ნომინაციაში პაოლო დიბალას, იან კარამოჰს და მატიას ვესინოს აჯობა.

ხვიჩამ მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში 23 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 12 გოლი, 10 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი