საქართველოს პრეზიდენტი წლიურ ანგარიშს პარლამენტში პარასკევს წარადგენს

28 მარტი 2023, 11:53 458 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი წლიური ანგარიშის წარსადგენად ემზადება. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში პარასკევს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მივა.

ოპოზიცია ელოდება, რომ ის ყურადღებას 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე გაამახვილებს. მათ ნაწილს აინტერესებს, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი იმ ძალაუფლებას, რომელიც მას გააჩნია.

მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ ანგარიში კვლავ განხილვის საგანი გახდება, ისევე როგორც ბოლო პერიოდში მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები თუ ქმედებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში