პეკინი ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა

29 მარტი 2023, 14:05 514 ნახვა

ჩინეთი კავშირზეა  ყველა ჩართულ მხარესთან, მათ შორის უკრაინასთანაც- ეს განცხადება    ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში ჩინეთის ლიდერის მიწვევის შემდეგ გაკეთდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასოშეიტედ პრესთან  ინტერვიუში  განაცხადა, რომ  ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს უკრაინაში იწვევს. 

”ჩვენ მზად ვართ ვიხილოთ ის აქ,” - განაცხადა ზელენსკიმ ასოშეიტედ პრესთან საუბრისას.   ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა  ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას აღნიშნა, რომ მას არ აქვს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ლიდერებს შორის  კომუნიკაციის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის დაწყების შემდეგ ჩინეთის ლიდერთან კონტაქტი არ ჰქონია.

ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთმა ჩინეთისგან ვერანაირი გარანტია ვერ მიიღო და,  რომ სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი რუსეთისთვის სასარგებლო არ ყოფილა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში