კონტაქტურ კარატეში საქართველოს ნაკრები ხვალ ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება 

30 მარტი 2023, 10:40 775 ნახვა

კონტაქტურ კარატეში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა  საწვრთნელი შეკრების მეორე, ბათუმური ეტაპი დაასრულა და დღეს უკვე შვედეთის ქალაქ გიოტერბორგში მიემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ეროვნული გუნდის ღირსებას ცხრა სპორტსმენი - შვიდი ვაჟი და ორი გოგონა დაიცავს. ნაკრების შემადგენლობაში ოთხი სპორტსმენი თბილისიდანაა, ოთხი ბათუმიდან, ერთი კი ესპანეთში მცხოვრები თეონა გაზდელიანია, რომელიც საქართველოს სახელით ასპარეზობს და კონტინენტის მოქმედი ჩემპიონია. მედლებისთვის იბრძოლებენ ასევე ევროპის  მოქმედი ჩემპიონები მარიამ წიკლაური, ლაშა ოზბეთელაშვილი და ანდრეი ზინჩენკო.

ნაკრების შემადგენლობაში არიან ევროპის ვიცე-ჩემპიონი მინდია მგელაძე, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი დავით მსხალაძე, საერთაშორისო და ა კატეგორიის ტურნირების გამარჯვებულები თენგიზ ბასტოიანი, დათა ფუტკარაძე და ლევან ვერულიძე. 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში