ხვალ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს

30 მარტი 2023, 11:40 586 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობა'' დაესწრება, „სტრატეგია აღმაშენებელში“ ჯერ არ გადაუწყვეტიათ დაესწრებიან თუ არა საქართველოს პრეზიდენტის წლიურ მოხსენებას, თუმცა აცხადებენ, რომ სასურველია სალომე ზურაბიშვილმა მოხსენების ძირითადი ნაწილი რეკომენდაციების საკითხს და პროცესში მის როლს დაუთმოს. რეკომენდაციები მიაჩნია მთავარ საკითხად „ლელოსაც“.

მთლიანობაში ოპოზიცია პრეზიდენტისგან მკაფიო და მწვავე მესიჯების მოსმენას ელის ისეთი თემების გარშემო, როგორიცაა ქვეყნის ევროპული მომავალი, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება, სასამართლო სისტემისა და დეოლიგარქიზაციის საკითხები.

„ქართული ოცნების“ ლიდერები კი განმარტავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის წინასწარი განცხადებები მიკერძოებულია და არ ასახავს რეალურ ვითარებას.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში