რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი

30 მარტი 2023, 14:04 449 ნახვა

პროტესტის რეჟიმში მყოფი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ზაზა ავალიანმა. თუმცა ამ ინფორმაციას ჯერ-ჯერჯერობით ვერ ადასტურებს ჯანდაცვის სამინისტრო.

ავალიანის გადადგომა ექიმების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, ახლა ისინი ითხოვენ ამ თანამდებობაზე მათთვის ნდობით აღჭურვილი პირი, გიორგი დუნდუა დაინიშნოს, რომელიც კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებას ხელმძღვანელობს.

ექიმების მთავარ მოთხოვნად რჩება საავადმყოფოს განახლება არა დემონტაჟის, არამედ სარემონტო სამუშაოების შედეგად და ამის პარალელურად, მკურნალობის პროცესი გაგრძელდეს.

ექიმებმა ძირითად მოთხოვნებს პეტიციის სახე მისცეს და მას ჯანდაცვის სამინისტროში გაგზავნიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში