ვეტერან კალათბურთელთა მატჩი 

12 მაისი 2023, 11:05 1190 ნახვა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და საკალათბურთო აკადემია „ბასკო 2019“-ის ერთობლივი ინიციატივით ბათუმში ლატვიელი და ბათუმელი ვეტერანი კალათბურთელების მატჩი გაიმართა. ეს იყო ერთგვარი სერიის მესამე მატჩი.

ორი შეხვედრა ლატვიელმა ვეტერანებმა თბილისში საქართველოს ნაკრების ვეტერანებთან გამართეს და ურთიერთშეხვედრების საერთო ანგარიში 1:1 იყო. ბათუმში გამართული შეხვედრა კი მასპინძელთა გამარჯვებით 84:79 დასრულდა.

ტურნირის ორგანიზატორთა განცხადებით, ამგვარი შეხვედრები პირველ რიგში ახალგაზრდა თაობაში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას ემსახურება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში