ევროპის დღეები - შეხვედრა სტუდენტებთან

19 მაისი 2023, 11:03 564 ნახვა

ევროპის დღეების ფარგლებში დღეს შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. დისკუსიის თემა იყო ევროინტეგრაციის პროცესი, ახალი შესაძლებლობები, გამოწვევები და მიღწევები.

ახალგაზრდებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებზე ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიტაძე ესაუბრა.

საჯარო ლექციის ფარგლებში, მან სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმებაზე, ასევე საკანონმდებლო დაახლოების ვალდებულებებზე.

საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ტარდება. ევროპის დღეები საქართველოში წელს მეთერთმეტედ იმართება. მისი მიზანი ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდაა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში