მამარდაშვილი "რეალთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

21 მაისი 2023, 23:12 667 ნახვა

ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის ''ვალენსიამ'' მადრიდის ''რეალს'' უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

სამეფო კლუბთან შეხვედრაში ლა ლიგამ გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 33-ე წუთზე  ახლო მანძილიდან დიეგო ლოპესმა გაიტანა, "ვალენსია'' წინ გავიდა.

ამ მატჩში გიორგიმ 5 ბურთი მოიგერია, რომელთაგანაც რამდენიმე სახიფათო იყო და ''ვალენსიას'' მნიშვნელოვანი 3 ქულა შეუნარჩუნა. "ვალენსიამ'' ამ მოგებით 40 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას 5 ქულით დაშორდა.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა კარი მშრალად მეშვიდედ შეინახა.
"ღამურები" შემდეგ ტურში 25 მაისს მალიორკას ესტუმრებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში