ქართველი მოჭადრაკეების წარმატება ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე

22 მაისი 2023, 10:50 623 ნახვა

ალბანეთში დასრულდა ევროპის სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.

ჩემპიონატში ასპარეზობდა 25 ქვეყნის 209 მოჭადრაკე, მათ შორის კი ჩვენი ქვეყნის ღირსებას 19 სპორტსმენი იცავდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მონაგარში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია.

აჭარის საჭადრაკო სკოლის აღზრდილებმა ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალიმოიპოვეს.

13 წლამდე გოგონათა შორის, 7-დან 6 ქულით გამარჯვებული ბათუმელი კესარია მგელაძე გახდა. 15 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 6.5 ქულით მარიამ ცეცხლაძემ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში