ტურნირი ჭადრაკში 

22 მაისი 2023, 14:10 633 ნახვა

სტუდენტური შეჯიბრება ჭადრაკში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში. მასში 50-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.

სპორტული ტურნირები ტრადიციულია და ის არა მარტო ჭადრაკის, არამედ სპორტის სხვა სახეობებშიც ტარდება.

პირველ და მეორე ადგილებზე გასულები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სტუდენტთა 2023 წლის უნივერსიადაში. ტურნირის ორგანიზატორთა თქმით, ამგვარი აქტივობები პირველ რიგში სტუდენტთა შორის სპორტის პოპულარიზაციას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

ტურნირი ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ მხარდაჭერით გაიმართა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში