პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

23 მაისი 2023, 10:40 392 ნახვა

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო, პროცესი 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. 

სამინისტროს ინფორმაციით, წელს გაზრდილია ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა.

ამ  პროგრამების დასრულების შედეგად გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და სურვილის შემთხვევაში უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის.  

რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში