შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენებთან

25 მაისი 2023, 20:15 718 ნახვა

დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელები იმ სპორტსმენებს შეხვდნენ, რომლებმაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში ევროპულ სარბიელზე არაერთი სინჯის მედალი მოიპოვეს. ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონს რამინ შამილიშვილს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორს ლაშა გობაძეს, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის მესამეადგილოსანს შოთა ფარტენაძეს და კონტაქტურ კარატეში ევროპის პრიზიორს მინდია მგელაძეს. აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, წარმატებული სპორტსმენები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული მედლებისთვის გაზრდილ ერთჯერად ჯილდოს მიიღებენ, გარდა ამისა, ჩემპიონებს და პრიზიორებს დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია. აქვე გეტყვით, რომ სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელების თქმით, ჩაქვში სულ მალე დასრულდება ძალოსნობის დარბაზის მშენებლობაც.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში